ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელია და სამსახურიდან სწორედ, ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტის ცემის გამო გაათავისუფლეს.ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი. სამივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
შემთხვევა ბორჯომში ერთი თვის წინ მოხდა. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც ცემისა და მუქარის განხორციელებას გულისხმობს.