
"პატრიოტთა ალიანსმა" „გაზპრომთან“ გაფორმებულ
ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი
გამართა.
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მათ
ენერგეტიკის სამინისტროდან მიიღეს წერილი,
რომ „გაზპრომთან“ გაფორმებული
დოკუმენტის ასლი მათ უწყებაში დაცული არ არის.
ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ კალაძის
უწყების მიერ გადმოგზავნილ წერილში არც ის ჩანს
ქართული მხარისგან კონკრეტულად რომელი
სამინისტრო აწერს ხელს
შეთანხმებას, პარტიის
წევრები საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით
აცხადებენ, რომ ქართული მხარე
ქვეყნისთვის არასახარბიელო პირობებს თანხმდება.