სიახლეები
შემთხვევა სოფელ ტუნაძეების სკოლაში
ხულოს რაიონში სოფელ ტუნაძეების სკოლის პედაგოგების ცემის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

პარალელურად მოკვლევას აწარმოებს აჭარის განათლების სამინისტროც.  დირექტორის განმარტებით, 25  წლის საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელმა ხელკეტით 5 პედაგოგი სცემა. ბრალდებულის, ინეზა ხარაბაძის ძმა კი აცხადებს, რომ დაზარალებული პირიქით მისი დაა და ამ დრომდე ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

რა გახდა საჯარო სკოლაში სიტუაციის ესკალაციის მიზეზი მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. აჭარის განთლების სამინისტროს ინფომაციით, ამ ფაქტის შემდეგ ინეზა ხარაბაძეს სკოლოს დირექტორის გადაწყვეტილებით თანამდებობის დატოვება მოუწევს.

Print