უკლებას თქმით, მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოში არსებული 4 დეპუტატიდან ორმა ბოკერია უგულავას ფრთაში გადასვლა მოისურვა, ისინი იდეურად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აღარ არიან, თუმცა, მისი განმარტებით, გაუგებარი მიზეზების გამო, ისინი ფრაქციას არ ტოვებენ. გიორგი უკლებას მოწოდებას, დავით გოგისვანიძე ეხმაურება, მისი თქმით, ისინი ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენას არ გეგმავენ.