სიახლეები
პარლამენტის ბიუროს სხდომა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს პარლამენტის ბიუროს საგანგებო განცხადებით მიმართავს.

პარტიის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს სთხოვენ, არ შევიდეს ძალაში 13 იანვარს, ფრაქციის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის სახელი და წესდება შეიცვალა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებმაც დატოვეს პარტია   არ იყვნენ უფლებამოსილი შეეტანათ ეს ცვლილებები.  რაც შეეხება სერგო რატიანს, მისი განცხადებით ცვლილებები რეგლამენტის სრული დაცვით განხორციელდა
Print