
სამტრედია ლანჩხუთის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა
სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა
საპროტესტო აქცია გამართეს და გაფიცვა დააანონსეს. ისინი
მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ ჩინური
კომპანიას სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას
სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ
მუშაობას აღარ გააგრძელებენ. მუშების პროტესტს
ჩინურ კომპანიაში უპასუხეს, კომპანიის წარმომადგენლის თქმით,
მიმდინარე კვირაში მათი ხელფასების გადახედვის საკითხს
განიხილავენ