სიახლეები
უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება
საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართალწარმოების
პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს
უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მილიონ
ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდებათ. ამ
დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად
გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 50 ფაქტი, მხილებულია 34
საჯარო მოხელე, დაზარალებულად ცნობილია 91 მოქალაქე, რომელთაც
დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 20 მილიონ ლარამდე ღირებულების
უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი
ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო
კომპლექსი და მიწის ნაკვეთები.