საკრებულოში ერთი ფრაქცია პარტიაში დარჩენილებს, მეორე კი ე.წ. უგულავა-ბოკერიას მხარდამჭერებს დარჩებათ. საკრებულოს წევრის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ამჟამად არსებულ ორ ფრაქციაში მოხდება ყოფილი და ახლანდელი წევრების გადანაწილება. ახვლედიანის თქმით, ”ნაციოანლური მოძრაობიდან” საკრებულოში წარმოდგენილი მეშვიდე დეპუტატის, სევდია უგრეხელიძის პოზიცია, თუ რომელ ფრთას შეუერთდება, ჯერჯერობით უცნობია. მისივე თქმით, ფრაქცია ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, სახელიც გადაერქმევა, თუმცა დეპუტატი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა ახალი სახელწოდება ”ევროპული საქართველო”.