სიახლეები
მკვლელობა გორში
გორში მოკლული გურამ გოგიჩაიშვილის ახლობლები მომხდარის ვერსიებზე არ საუბრობენ.
გამოძიების დეტალებზე არაფერს ამბობენ სამართალდამცავებიც. საქმე  მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108 ე მუხლით არის  აღძრული. 55 წლის მამაკაცი გორში წერეთლის ქუჩაზე, დემოკრატიული მოძრაობის ოფისთან გუშინ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით მომხარი შესაძლოა გურამ გოგიჩაიშვილის წლების წინანდელ დაპირისპირებას  უკავშირდებოდეს.
Print