სიახლეები
LIBE-ს კომიტეტის მხარდაჭერა საქართველოს
42  ხმით 2-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტის მართლმსაჯულების,სამოქალაქო საკითხთა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრა დღეს დილით ბრიუსელში გაიმართა.  დოკუმენტიის საბოლოო განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება. სავარაუდოდ სესია იანვრის ბოლოს ან თებერვალში ჩაინიშნება. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი წერს, ევროპარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ ,  საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას მაქსიმუმ მაისის ბოლომდე მიიღებენ. ერთიანი პოზიცია ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა ამ თემაზე ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დააფიქსირეს.  რა მოლოდინებია საქართველოში და როგორ ფასდება ლიბეს კომიტეტის გადაწყვეტილება .


Print