მთავრობამ
სესხების
ლარიზაციის
პროგრამა
დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით ერთჯერადი ლარიზაციის სქემა 17
იანვრიდან ამოქმედდება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით ეს არის
ძალიან სწორი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის და
საფინანსო სექტორის დოლარზე დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას.