შესაბამისად მისთვის ჩვენების ჩამორთმევის პროცესის საკითხი მომავალ სასამართლო სხდომაზე გადაწყდება. სხდომა 12 იანვრისთვის ჩაინიშნა. პროკურორი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ იმ კლინიკის ხელმძღვანელს, სადაც მაია რჩეულიშვილი იმყოფებოდა, რომლისგანაც მიიღეს ინფორმაცია, რომ რჩეულიშვილმა უარი განაცხადა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე და სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ. თუ 12 იანვარს კიდევ იქნება დაყენებული შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ პროცესის გადადებაზე, სახელმწიფო ბრალდება ჩათვლის, რომ ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურებას და შესაბამისად, მოითხოვს, რომ სასამართლო განხილვები ბრალდებულის დაუსწრებლად გაგრძელდეს.