სიახლეები
გვიჩიანი-ჩემიას საქმე
2006 წელს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შესაძლოა შეიცვალოს.
საუბარია თელასის ყოფილი ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე, რომელზეც სასჯელს იხდიან გია გვიჩიანი და ნიკოლოზ ჩემია, თუმცა ახალი ექსპერტიზის შედეგად დგინდება, რომ მაშინდელი პროკურატურის მთავარი მტკიცებულებები გაყალბდა. ძველი ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ნიკა ლომინაძე მაყუჩიანი იარაღით მოკლეს, თუმცა საქმის მასალების შესწავლის შედეგად ეს ვერსია გამოირიცხა.  გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალდება კიდევ სხვა არაერთ უზუსტობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წლების წინ მტკიცეულებები გაყალბდა და გამოძიება არასწორად ჩატარდა.
Print