სიახლეები
ცენტრ-პოინტის საქმე
ცენტრ-პოინტის საქმეზე მორიგი
სასამართლო პროცესი 10 იანვრისთვის ჩაინიშნა.
დღევანდელ სხდომაზე უნდა
გარკვეულიყო, გაგრძელდება თუ არა სასამართლო პროცესი კლინიკაში, თუმცა
ამ საკითხზე მოსასამართლე სავარაუდოდ 10 იანვრის სხდომაზე მიიღებს
გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის
მდგომარეობა გაუარესდა, მისი ადვოკატი კი ითხოვს, სხდომები
ბრალდებულის გარეშე არ ჩატარდეს. პროკურორის ქმით, დაცვის მხარეს
მცდელობა აქვს, სასამართლო პროცესები გაჭიანურდეს, რის გამოც მათ
შუამდგომლობა დააყენეს, სასამართლო პროცესები თოდუას კლინიკაში
გაგრძელდეს. დღევანდელ სხომას ცენტრ-პოინტის დაზარალებული
მენაშენეებიც ესწრებოდნენ.