სიახლეები
პრეზიდანტის გადადგომის შესაძლებლობა - შეფასებები
გიორგი
მარგველაშვილი
პრეზიდენტის
ვადაზე
ადრე გადადგომის
შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის
ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე კომენტარს არ
აკეთებს. მისი განცხადებით ეს განსახილველი საკითხი არ არის .
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი
ლიდერი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას
პროგნოზირებს.
დავით უსუფაშვილის განმარტებით თუკი ”ქართული ოცნება”
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს,
შესაძლოა პრეზიდენტმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს. უსუფაშვილის
აზრით, ეს შეიძლება ივნისში მოხდეს, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო
კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს.