სიახლეები
მიღება პრეზიდენტის სასახლეში
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში ფონდი „ნატვრის ხის“ ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო, საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს. კონცერტი, რომლიდანაც შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს გაიმართება. გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში კონცერტის ორგანიზატორს, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეს და კონცერტის მონაწილე უცხოელ შემსრულებლებს სიტყვით მიმართა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

Print