სიახლეები
''ნაციონალური მოძრაობის'' სამუშაო შეხვედრა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა 
მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ინტერნეტ ჩართვით შეუერთდა.  შეხვედრაზე 20 იანვარს, ჩანიშნული ყრილობის საორგანიზაციო საკითხები განიხილებოდა. 
"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მიუხედავად გუნდის ნაწილის უკმაყოფილებისა ყრილობა 20 იანვარს, აუცილებლად ჩატარდება. პარტიის წევრის  ნიკა რურუას განცხადებით, ყრილობის მომზადების პროცესში ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.
რაც შეეხება ოპოზიციური გუნდის ნაწილის განცხადებებს, ყრილობის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პარტიის წევრი პეტრე ცისკარიშვილი თანაგუნდელების განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
Print