
თბილისის საკრებულოს
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა
საკრებულოს ხელმძღვანელობას
რიგგარეშე სხდომის დანიშვნისა და იურიდიული კომისიის თავმჯდომარის,
თედო კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმის მოთხოვნით
მიმართეს. დეპუტატები ითხოვენ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 7
დღის განმავლობაში დაინიშნოს. საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის
დეპუტატის მარიკა
დათუკიშვილის განცხადებით,
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ სხდომას თედო კობახიძე არ
დაესწრება, მისი თქმით მთავარია შედგეს ქვორუმი და სხდომა
ლეგიტიმუირად ჩატარდეს. იმისთვის რომ თედო კობახიძეს
უფლებამოსილება შეუწყდეს 26 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.