სიახლეები
საახალწლო ღონისძიებები

„დედაენის ბაღში“  საახალწლო ქალაქი გაიხსნა.

საახალწლო ქალაქი ვახტანგ კახიძის კონცერტით - ”საშობაო ზღაპარი” გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრო. საახალწლო ქალაქში ყოველდღიურად სხვადასხვა ჟნდრის კონცერტები გაიმართება. პარალელურად საახალწლო ღონისძიებები მოეწყო განახლებულ აღმაშენებელზეც.  ღონისძიებები 3 იანვრამდე გასტანს. 9 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიება გაიმართება. საახალწლო გალა-კონცერტი კი ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს, ვარდების მოედანზე მოეწყობა.

 

Print