გუდაურში დღეს ახალი საბაგირო
გაიხსნა.
ღონისძიებას გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ. საბაგიროს მშენებლობა Black sea Group-მა განახორციელა, ახალი საბაგიროს ღირებულება 20 მილიონი ლარია. ეს არის 2400-მეტრიანი, 6-კაციანი, ღია სავარძლის ტიპის საბაგირო, როგორც ამას გეგმის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა.