სიახლეები
ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ორგანიზებით

გზებზე  უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებასთან დაკავშირებით დღეს აქცია გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით,  ბოლო დროინდელი სტატისტიკა გახდა, რომლის მიხედვითაც საგზაო ნორმების დაუცველობის გამო,  გახშირდა ბავშვთა ტრამვები და სიკვდილიანობა.

აქციაში სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა და  დავით მესხიშვილთან ერთად მძღოლებს ფლაიერები და სტიკერები დაურიგეს, რომელიც მოუწოდებთ მათ, დაიცვან მოძრაობის წესები.

აქციის ერთ-ერთი მესიჯი იყო ისიც, რომ მშობლებმა და პედაგოგებმა უნდა ასწავლონ ბავშვებს მოძრაობის და შუქნიშანზე გადასვლის წესები.

Print