ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტ
გიორგი გასვიანის ცემის ფაქტს პარლამენტის წევრები
ეხმაურებიან.
დეპუტატების თქმით, ნებისმიერი მოქალაქის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ანგარიშსწორება არის მიუღებელი. მათი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ფაქტის გამოძიება.
ინციდენტი ბორჯომში გუშინ მოხდა. ტელეკომპანია „იბერიას“ წამყვანი გიორგი გასვიანი პოლიციის თანამშრომელს ცემაში ადანაშაულებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.