სიახლეები
''აუდიტორია - 115''-ის პროტესტი -შეფასებები

„აუდიტორია 115“-ის წევრების მიერ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას განათლების მინისტრი დანაშაულს უწოდებს.

ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ ეს არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც სხვა სტუდენტებისთვის სწავლის პროცესში ხელის შეშლაა. მინისტრმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ პროტესტი და დაუბრუნდნენ საქმიან რეჟიმს. თემაზე კომენტარი გააკეთა დეპუტატმა გუგული მაღრაძემაც. მისი განცხადებით, განათლების საპარლამენტო კომიტეტი მზად არის სტუდენტებს მოუსმინოს და ცვლილებებზე იმუშაოს, თუმცა მისი თქმით  ანალოგიური მიდგომა სტუდენტების მხრიდან არ არის.

 

Print