სიახლეები
ფიროსმანის გამოფენა მოსკოვში
მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ტილოები 

თვითნასწავლი ოსი სკულპტორის - სოსლანბეკ ეძიევის ნამუშევრებთან ერთად გამოფინეს. ექსპოზიცია სახელწოდებით “ორ ლეგენდას შორის პარალელი” დღეიდან ელის დამთვარიელებლებელს.

დეკემბრის თვეში ეს უკვე ქართველი მხატვრების მესამე გამოფენაა მოსკოვში, რომლებიც პარალელურად მიმდინარეობს. ფიროსმანის ამდენი ნახატი და ევძიევის სკულპტურებს პირველად ნახავს დამთვალიერებელი. ჟანრი, რომელშიც ორივე მხატვარი მუშაობდა საკმაოდ პოპულარული გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, რამაც დიდი გავლენა იქონია ევროპისა და რუსეთის ხელოვნებაზე.

Print