აჟიოტაჟის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტროში განმარტებებისათვის ბრიფინგი გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ვირუსით ავადობას ეპიდემიის სახე არ აქვს.
სერგეენკოს განცხადებით, სეზონური გრიპისმაგვარი ავადობების სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა შარშანდელ მაჩვენებლებს არ აჭარბებს. ასევე, ვირუსული გრიპების მაჩვენებელი ეპიდემიის საფუძველს არ იძლევა.