სიახლეები
აქცია კანცელარიასთან
უწყლოდ საკვების და სითბოს
გარეშე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს
შესყიდვების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ჩერქეზიშვილი,
პროტესტის ნიშნად, 11 დეკემბრიდან ღამეს კანცელარიის წინ ათენებს.
ჩერქეზიშვილის თქმით, ის სამინისტროდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს და
კანცელარიის წინ მანამდე დარჩება, ვიდრე მისი მოთხოვნები არ
შესრულდება. ჩერქეზიშვილი სამინისტროდან წელიწადნახევრის წინ
გაათავისუფლეს. ახალი სამსახურის პოვნის არაერთი მცდელობის, ასევე
მრავალი კონკურსის წარმატებით ჩაბარების მიუხედავად ის აღნიშნავს, რომ
ცივილიზებული მეთოდებით თავისი სიამრთლის დამტკიცება ვერ შეძლო,
ამიტომ მთავრობის კანცელარიის წინ აქციის გამართვა გადაწყვიტა.