გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, იაპონელ ხალხს, ქვეყნის ეროვნული დღესასწაული - იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა და ორი ქვეყნის კავშირებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა, ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი, ასევე, მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, არსებული თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.