სასამართლო სისტემის მესამე ტალღის
რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები
კანონის სახეს 2016 ბოლომდე მიიღებს.
ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომელიც დღეს
მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილვის მთავარი
თემა, სწორედ მართლსაჯულების გაუმჯობესებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები
იყო.
არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ
ცვლილებების დაკანონება, დროულად უნდა მოხდეს, თუმცა მესამე ტალღის
რეფორმა, როგორც მესამე სექტორი აცხადებს, სისტემაში არსებული სხვა
მრავალი ხარვეზის მოწერგებას ვერ უზრუნველყოფს. რა ხარვეზები რჩება
სასამართლო სექტორში?