სიახლეები
პარლამენტის ნდობის ჯგუფი
პარლამენტში ნდობის ჯგუფის დაკომპლექტება იწყება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დღეს საკითხი ბიუროზე დააყენა და პარლამენტში მყოფ პარტიებს, ჯგუფის წევრობის კანდიდატების დასახელებისკენ მოუწოდა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ჯგუფის დაკომპლექტება უმოკლეს ვადებში, წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

როგორც ცნობილია უმრავლესობის, ასევე მაჟორიტარების კვოტით წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ შიდა კონსულტაციებს გამართავს.

ვინ შევა ოპოზიციის კვოტით ჯგუფში, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში  აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით იქმნება.

Print