სიახლეები
სახალხო დამცველის ინიციატივა
სახალხო დამცველი  ქალთა მკვლელობის საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს და კანონში ფემიციდის განსაზღვრას ითხოვს.

უჩა ნანუაშვილის ინიციატივა,   კანონმდებლობაში ცალკე მუხლის გამოყოფას გულისხმობს,  რომლითაც გენდერული ნიშნით მომხდარი დანაშაული შეფასდება.  ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ  სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის სპეციალური დეფინიცია უნდა არსებობდეს  და ქალის მკვლელობისთვის  უფრო მძიმე სასჯელი უნდა დაწესდეს. კონკრეტულად, რა შედეგის მომტანი იქნება კანონში ცვლილება და როგორია იურისტების მოსაზრება?

Print