რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია. პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. ქვესადგურის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ. "მარნეული 500“-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ დოლარი შეადგინა.