სიახლეები
პრემიერის განცხადება - შეფასებები
პრემიერის საგანგებო განცხადებას მთავრობის ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო ორგანოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. საპარლამენტო უმრავლესობა  პრემიერის ოპტიმიზმს იზიარებს.

დეპუტატების განცხადებით, ამ გეგმის განხორციელებას ერთსულოვნება სჭირდება და ოპონენტების მხრიდან ეკონომიკური გეგმის პოლიტიკურად მოტივირებული დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს.

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაში და ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ  საპარლამენტო უმცირესობაში. მათი თქმით, ამ გეგმის განხორციელება ეკონომიკაში კოლაფსს წარმოქმნის.

Print