სიახლეები
პრეზიდენტი ვიზიტით საფრანგეთს ეწევა

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა.

გიორგი მარგველაშვილი  „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის'' მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის თანათავმჯდომარეც საქართველოა. სამიტში 70 ქვეყნის 3 000 წარმომადგენელი მონაწილეობს. გიორგი მარგველაშვილი სამიტზე ღია მმართველობის განსახორციელებლად საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებს. გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

Print