კარაბინიერთა კორპუსს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. გიორგი მღებრიშვილი იტალიის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მინისტრი იტალიის კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს შეხვდა.მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. საქართველოს შს მინისტრმა კარაბინიერების კორპუსის მეთაურს იტალიაში საქართველოს პოლიციის ახალი ატაშე წარუდგინა.
იტალია მე-13 ქვეყანაა, სადაც საქართველოს შს სამინისტრომ პოლიციის ატაშე წარგზავნა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, პარტნიორ ქვეყნებში პოლიციის ატაშეების დანიშვნამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით.