სიახლეები
ფოტოგრაფების საქმე გახსნილია
5  წლიანი ბრძოლა უდანაშაულობის დასამტკიცებლად - ფოტოგრაფების საქმე გახსნილია.

ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით  სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ბრალდებით დაკავებულია ყოფილი ძალოვანი დავით დევნოზაშვილი. პასუხისგებაში მიეცა მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ხელახალი ძიების პროცესში გრიფირებული საქმის ამ დრომდე უცნობი დეტალები გამოვლინდა.

მასალის ნაწილი საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. ჯაშუშობისთვის ბრალდებული რეპორტიორები ხელოვნურად შექმნილი საქმის მსხვერპლად გამოაცხადეს. გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები პროკურატურის წარმომადგენლებს პირადად ესაუბრნენ და ისინი აცხადებენ, რომ მათთვის შემსრულებლების გარდა დამკვეთის ვინაობაა მნიშვნელოვანი.

Print