სიახლეები
ლევან ჩაჩუას საქმე
უზენაესმა სასამართლომ ის გადაწყევტილება  გაასაჯაროვა,

რომლის საფუძველზეც პროკურატურის საკასაციო სარჩელი, ლევან ჩაჩუას საქმესთან დაკავშირებით წარმოებაში არ მიიღო.

ძალაში რჩება სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საპროცესო დარღვევების არსებობას. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს ზურაბ ჟვანიას ძმა. გოგლა ჟვანია ლევან ჩაჩუას ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ექსპერტის უდანაშუალოდ ცნობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობას არ გამორიცხავს.

Print