სიახლეები
ინკლუზიური ტურიზმი მცხეთაში
ინკლუზიური ტურიზმის
მომხმარებლებისათვის მცხეთა სრულიად ადაპტირებული გახდა.
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში, შშმ პირები ქალაქის
ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ეკლესია-მონასტრებში სტუმრობას
დამოუკიდებლად შეძლებენ. ადაპტირდა შიომღვიმის სამონასტრო
კომპლექსი, სამთავროს დედათა მონასტერი, ანტიოქიისა და სვეტიცხოვლის
ტაძრები. ადაპტირებულ ღირშესანიშნაობებს შშმ პირები ჩვენთან ერთად
სტუმრობდნენ.