სიახლეები
ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმე გახსნილია - ბრიფინგი პროკურატურაში
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე შსს-ს კონტრდაზვერვის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავა. 

საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, რომ "ფოტორეპორტიორების საქმეზე“, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების  ფაქტზე  დაკავებულ იქნა  საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი.

სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

Print