სიახლეები
IDFI-ის სარჩელი
ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.
ორგანიზაციის წარმომადგელები
მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის
არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.
IDFI-ი ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
28-ე მუხლის პირველი ნაწილის და 44-ე მუხლის არაკონქტიტუციურად
ცნობას. მათი თქმით, გასაჩივრებული ნორმები განსაზღვრავს საჯარო
დაწესებულებებიდან პერსონალური მონაცემების შემცველი
დოკუმენტაციის, მათ შორის საერთო სასამართლოს გამოთხოვის წესს. სადავო
რეგულირების თანახმად პერსონალური მონაცემების შემცველი სასაამრთლო
გადაწყვეტილებათა გასაჯაროება დაუშვებელია.