სიახლეები
შეხვედრა უსაფრთხოების სამსახურში
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის

საკითხები განიხილებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სადაც შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ესწრებოდა. შეხვედრაზე აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს შესაძლებლობების განვითარებისა და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. ქართულმა მხარემ ამ სფეროში მის მიერ გატარებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინა.

Print