გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. გუდაურში ტურისტულ ობიექტებამდე გზა გაწმენდილია და დამსვენებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება. დღეს, დღის განმავლობაში გზა გაიწმინდება და მსუბუქ ავტომანქანებს ჯაჭვებით შეეძლებათ გადაადგილება, ხოლო ხვალიდან აღნიშნულ გზაზე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გატარებაც გახდება შესაძლებელი.