კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს შეეხო და აღნიშნა რომ ონლაინ სესხების ბევრი კომპანია შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდეს. კობა გვენეტაძის განმარტებით, ონალაინ სესხებთან დაკავშირებით, როდესაც იქნება საკანონმდებლო პაკეტი და მოხდება მისი განხილვა, საზოგადოება უფრო მეტ დეტალს გაიგებს.
ინფორმაცია კი მას შემდეგ დაკონკრეტდება, რაც კანონპროექტი პარლამენტში შევა.
პრობლემის დარეგულირების პროცესში ონლაინ სესხების წარმომადგენელ კომპანიებთან კონსულტაციები ამ ეტაპზეც გაგრძელდება.