
თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების
ადგილმონაცვლეობის საკითხზე
იმსჯელეს. კერძოდ, საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, რატი
იონათამიშვილს საკრებულოში ბესიკ ქარცივაძე ჩაანაცვლებს, ხოლო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ირაკლი აბესაძეს
პარტიის წევრი, დავით ავალიანი შეცვლის. რატი იონათამიშვილმა და
ირაკლი აბესაძე პარლამენტის წევრები გახდნენ.