სიახლეები
რომის პაპი კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ
არასოდეს ვიფიქრებდი, რომ
საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე
რომის პაპმა ფრანცისკემ გუშინ ლათინ
კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაცია მიიღო,
რომელიც რომში იმყოფებოდა - იუწყება ვატიკანის პაპმა დელეგაციის
წევრებს განუცხადა, რომ მათმა ვიზიტმა საქართველოში მოგზაურობის
შესახებ ბევრი მოგონებები გაახსენა. „არასოდეს ვიფიქრებდი, რომ
საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება,
ხალხი, რომელიც ქრისტეს როგორც მხსნელს მოიხსენიებს. ჩემთვის ეს დიდი
სიხარული იყო“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ. რომის პაპმა აღნიშნა,
რომ პირადად მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პატრიარქმა
ილია მეორემ. „მე ის აღვიქვი როგორც ღმერთის კაცი“, - აღნიშნა რომის
პაპმა.