სოფლის მეურნოების მინისტრი ლევან
დავითაშვილი
კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს
სამთავრობო და ბიზნეს სექტორის, მათ შორის, კატარის სახელმწიფო
კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში აგრო
სასურსათო სექტორში ინვესტირევბის შესაძლებლობები განიხილეს.
ისაუბრეს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის,
საქართველოდან ცხვრის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, ხორცის
ნაწარმის წყლის, მშრალი ხილისა და თაფლის ექსპორტის
საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლები არაბული
ქვეყნების დელეგაციის წევრები სურსათის ეროვნული სააგენტოს
ვეტერინარებთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონში
იმყოფებოდნენ.