სიახლეები
შსს-მ 115 აბი „მეტადონი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 115 აბი და 7 აბის ნატეხი „მეტადონი“ ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, თავად დაკავებულსაც მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
Print