მიხეილს სააკაშვილი პარტიის წევრებს მადლობას უხდის, იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მათ მიიღეს ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმრავლესობა ემხრობა ჩართულობის, ერთიანობისა და განახლების იდეას.
“დღეს ჩვენმა პარტიამ აჩვენა სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რაც უტყუარი წინაპირობაა ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზაზე გამარჯვების მიღწევისა და არსებული ანომალიური ვითარების დასრულებისთვის”,- წერს სააკაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გუშინ დახურულ კარს მიღმა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დაგეგმილი ყრილობის დელეგატების რაოდენობა იყო.