დღეს, ექსპერტთა შორის მორიგი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. უკვე მეორე დღეა ეკონომისტები და ფინანსისტები ვერ თანხმდებიან მომგებიანი იქნება თუ არა ქვეყნისათვის დოლარში გაცემული სესხების სუბსიდირება, ასევე გარკვეული წესების შემოღება საბანკო სექტორისათვის ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ მთავრობამ მოსახლეობის გულის მოსაგებად წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბანკებზე გარკვეული პასუხისმგებლობის გაზრდით ლარის გამყარების პროცესი უფრო სწრაფი ტემპით მოხდება.