დღეს პარლამენტს განსახილველად
2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარედგინება.
ქვეყნის მთავარი საფინანსო გეგმის შესახებ დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე დღის ბოლოს შევა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის ბიუჯეტი 12 მილიონ ნახევარი ლარით განისაზღვრება. აქედან ხარჯვითი ნაწილი 11 მილიარდ 450 მილიონი იქნებ. უმრავლესობაში აცხადებენ. რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. საპარლამენტო უმცირესობა კი აცხადებს, რომ ამ დოკუმენტის მიღების შემთხვევაში მოსახლეობაში სიღარიბის განმსაზღვრელი კოეფიციენტი კიდევ უფრო გაიზრდება.