ცნობილია, რომ სანიკიძის პარტიაში გაწევრიანებას პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.
როგორც თავად „ეროვნული ფორუმის“ ყოფილმა ლიდერმა განმარტა, მისი პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობების ყველა მიმართულებით განვითარება იქნება.
გუბაზ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძეს კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რაც შესაძლებლობას იძლევა, შედგეს დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.